შიმანოვსკის სახლი

შიმანოვსკის სახლი (რუს. Дом Шимановского) — ძველი ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1850 წელს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში სახლი იმყოფებოდა სიჩევების კუთვნილებაში[1].

შიმანოვსკის სახლი
რუს. Дом Шимановского
კოორდინატები 47°12′45″N 38°55′48″E / 47.212438° ჩ. გ. 38.930119° ა. გ. / 47.212438; 38.930119
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი მოდერნი
დასრულების თარიღი 1850

მისამართი: ტაგანროგი, ფრუნზეს ქუჩა № 31[2] და იტალიის შესახვევი № 16. ორმაგი მისამართი გამოწვეულია იმით, რომ სახლი მდებარეობს ორი ქუჩის გადაკვეთაზე, კუთხეში.

ერთსართულიანი მცირე ზომის სახლი აგებულია 1850 წელს[1] მოდერნის არქიტექტურულ სტილში[3]და მდებარეობს ფრუნზეს ქუჩისა და იტალიის შესახვევის გადაკვეთაზე[2]. 1870 წლიდან 1900 წლამდე სახლი ეკუთვნოდა სიჩევების ვაჭართა ოჯახს. 1870-იან წლებში სახლის მფლობელი იყო მირონ სიჩევი, 1880-იან წლებში — მიხეილ სიჩევი, ხოლო XIX საუკუნის ბოლოდან 1910 წლამდე შენობა ეკუთვნოდა აკიმ სიჩევს. აკიმ სიჩევი 1890 წელს აირჩიეს საკრებულოს ხმოსან წევრად, ასევე იყო ქალაქის საპატიო მოქალაქე.

1910 წელს ბაღი, სახლი და ეზოს მეურნეობა შეისყიდა ქალური დაავადებების მაღალკვალიფიციურმა ექიმმა ვლადიმირ შიმანოვსკიმ, ვისი გვარის მიხედვითაც შემორჩა ისტორიას აღნიშნული შენობა[2]. ექიმი შიიმანოვსკი ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

1920-იან წლებში ექიმმა შიმანოვსკიმ სახლის ნაწილი დაკარგა. 1920 წლიდან 1922 წლამდე სახლში ცხოვრობდა საბჭოთა სამხედრო მეთაური ეფიმ შადენკო[3]. ამის შესახებ მოგვითხრობს მემორიალური დაფა, რომელიც დაკიდებულია შენობის ფასადზე[2]. 1940-იან წლებში სახლში ცხოვრობდა მწერალი ვლადიმირ ოვეჩკინი[3] და მხატვარი ნოსკოვი. 1953 წლამდე შიმანოვცკის სახლში ცხოვრობდა ილია აკოფოვი[3], 1956 წლის აპრილიდან 1966 წლის მარტამდე — ე. პასტუშენკო. 1966 წლის ზაფხულში შენობაში დასახლდა სახელმწიფო ავტო-ინსპექციის ხელმძღვანელი მ. ალტუხოვი და იგი აქ ცხოვრობდა 1970-იანი წლების დასასრულამდე. 1980-იან წლებში სახლი ეკავა ქალაქის კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელს დ. ლევჩენკოს.

ამჟამად ფრუნზეს ქუჩის მხარეს მდებარე სახლში განთავსებულია ბინების გაცვლა-გაყიდვის კანტორა[3].

  1. 1.0 1.1 Дом 16. Итальянский переулок. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-20. ციტირების თარიღი: 2017-03-22.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Шимановского дом//Энциклопедия Таганрога, Ростов-на-Дону, Росиздат, 2003
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Дом 31. Фрунзе улица. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-16. ციტირების თარიღი: 2017-03-22.