შვიდი საყვირი
შვიდი საყვირი ნახსენებია იოანეს გამოცხადებაში, სადაც აღწერილია აპოკალიფსის მოვლენები, რომელიც იოანე მოციქულმა საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებისას იხილა. შვიდი საყვირი შვიდ ანგელოზს მიეცემა, რომლებიც მას მეშვიდე ბეჭდის ახსნის შემდეგ ჩაბერავენ.[1]
პირველი საყვირი
რედაქტირებაწამოვა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, რომელიც თავს დაატყდება მიწას, დაწვავს ხეთა მესამედს და გადაბუგავს მწვანე ბალახს.[2]
მეორე საყვირი
რედაქტირებაზღვაში ჩავარდება „თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე“. ამის შემდგომ ზღვის მესამედი სისხლით იქცევა წყლისქვეშ მცხოვრებთა ერთი მესამედი ამოწყდება, ხოლო ხომალდთა მესამედი დაიღუპება.
მესამე საყვირი
რედაქტირებაჩამოვარდება ზეციდან „ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი“, რომელიც წყაროებისა და მდინარეების მესამედს დაეცემა, ბევრი ადამიანი დაიღუპება მისი სიმწარისგან.
მეოთხე საყვირი
რედაქტირებამზის, მთვარისა და ვარსკვლავების სინათლის ერთი მესამედი დაბნელდება. ამის შემდგომ მოდის უბედურების მომასწავლებელი საყვირები (მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე).
მეხუთე საყვირი
რედაქტირებაგაიღება უფსკრულის ჯურღმული და მიეცა მისი გასაღები ანგელოზს. გააღებს ანგელოზი ჯურღმულს და ამოვა იქიდან კვამლი, რომელიც მზეს და ჰაერს დააბნელებს. კვამლიდან გამოვლენ კალიები, რომელთაც მორიელთა მსგავსი ძალაუფლება მიეცემათ. ეთქმევათ მათ, რომ არ დაეზიანებინათ ბალახეულობა, მწვანილეულობა და ხე, შეხებოდნენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებათ შუბლზე. მიეცათ უფლება ეწამებინათ ისინი ხუთ თვეს, მაგრამ არ დაეხოცათ. მათი წამება ჰგავდა მორიელისგან ადამიანის დაგესვლას. და მიეცემათ მათ უფლება, რომ არ დახოცონ, არამედ მხოლოდ აწამონ ისინი ისინი ხუთ თვეს; და მათი წამება ემგვანება მორიელისგან ადამიანის დაგესვლას. კალიებს ადამიანთა მსგავსი სახეები ექნებათ, ემგვანებიან „საომრად გამზადებულ ცხენს“, ექნებათ ქალის მსგავსი თმა და ლომის ეშვების მსგავსი კბილები. კალიებს რკინის მსგავსი ჯავშანი და მორიელის მსგავსი კუდი ექნებათ. მათი მეფე იქნება უფსკრულის ანგელოზი აბადონი.[3]
მეექვსე საყვირი
რედაქტირებამეშვიდე საყვირი
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გამოცხადება იოანესი 8:1
- ↑ გამოცხადება იოანესი 8:7
- ↑ გამოცხადება იოანესი 9:1-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-07. ციტირების თარიღი: 2023-07-07.