შვეიცარიული სამზარეულო
შვეიცარიულ სამზარეულზე დიდ გავლენას ახდენს ფრანგული, გერმანული და ჩრდილოეთ იტალიური სამზარეულოები. [1] ბევრი ტრადიციული შვეიცარული კერძი შედარებით უბრალოა და მზადდება ძირითადი ინგრედიენტებისაგან როგორიცაა კარტოფილი და შვეიცარიული ყველი. რეგიონების მიხედვით შვეიცარიული კულტურა და შესაბამისად კერძებიც განსხვავდება.
შვეიცარიულ ცნობილ კერძებს წარმოადგენს: რაქლეტი და ფონდუ (მდნარი ყველი, რომელსაც პურთან ან კარტოფილთან ერთად მიირთმევენ), რიოსტი (შემწვარი გახეხილი კარტოფილი), მუესილი (სასაუზმო კერძი შვრიით), ასევე ციურხერ გეშნეცელტესი (ხბოს ხორცისა და სოკო ნაღების ერთობლიობა).
კერძები
რედაქტირებაშვეიცარიაში მრავალი რეგიონული კერძია. თანამედროვე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე პოპულარულია იტალიური კერძები, როგორებიცაა მაკარონი და პიცა. შვეიცარიასთან ხშირად ასოცირებულ საკვებში შედის ყველის და რძის შოკოლადის განსაკუთრებული ტიპები. შვეიცარიული ყველი, რომელიც ძალიან ბევრ სახეობას მოიცავს მთელს მსოფლიოში ცნობილი და გვარცელებულია. ყველის ყველაზე პოპულარული კერძებია ფონდუ და რაკლეთი. ეს კერძები თავდაპირველად რეგიონული კერძები იყო, მაგრამ შვეიცარიული ყველის კავშირის ორგანიზებით მისი გაყიდვები გაიზარდა.
რიოსტი კარტოფილის პოპულარული კერძია, რომელსაც მთელს შვიცარიაში მიირთმევენ. თავდაპირველად იგი სასაუზმო კერძს წარმოადგენდა, მაგრამ ის მუესილმა ჩაანაცვლა . საუზმისა და ვახშმისას ბევრი შვეიცარიელი მიირთმევს დაჭრილ პურს კარაქითა და ჯემით. შვეიცარიაში პურის მრავალი სახეობა არსებობს. ვახშმისას ძალიან გავრცელებულია პურისა და ყველის ჭამა.
ტარტები ტრადიციული შვეიცარიული კერძებია. ისინი მრავალი სახეობის ტარტებს ამზადებენ დაწყებული ტკბილი ვაშლიდან ხახვით დამთავრებული.
შვეიცარიის იტალიურენოვან ნაწილში, ტიჩინოს რაიონში რეგიონისთვის დამახასიათებელი მრავალი რესტორანი მდებარეობს. პოპულარული კერძებია ადგილობრივი ძეხვის სახეობები. მსგავსი ტიპის რესტორნები ტყეებში ან კლდის ნაპირებთან გვხვდება. როგორც წესი, ფასადი აგებულია გრანიტის ბლოკებისგან, ხოლო გარე მაგიდები და სკამები ქვისგანაა გამოთლილი.
სასმელები
რედაქტირებარიველა, გაზიანი შვეიცარული სასმელი, ლაქტოზისგანაა დამზადებული და შვეიცარიაში ერთ- ერთი ყველაზე პოპულარული დასალევია. შვეიცარიის ბევრ რაიონში მიირთმევენ ვაშლის წვენს. შოკოლადის სასმელი ოვომალტინი, რომელიც ამერიკაშიც ძალიან პოპულარულია შვეიცარიული წარმოშობისაა. ეს სასმელი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. სასმელის დალევის გარდა, დაფქულ ვაშლის ცედრასა თუ შოკოლადს კარაქთან ერთად პურზე წასმულს მიირთმევენ.
ღვინოს შვეიცარიის ბევრ რეგიონში ამზადებენ. Riesling X Sylvaner ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული ღვინის სახეობაა, რომელსაც ქვეყნის გერმანულ ნაწილში ამზადებენ. შასელასიც ღვინის გავრცელებული სახეეობაა, ის თეთრი ღვინოა და ქვეყნის ფრანგულენოვან ნაწილში მზადდება. პინოტ ნოირ წითელი ღვინოა, რომელსაც ფრანგულენოვან და გერმანულენოვან ნაწილებში ერთნაირად ამზადებენ. იტალიურ ნაწილში დამზადებული ღვინოებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მერლოტი.
ბონ პერე უილიამი ცნობილი რეგიონული კონიაკია, რომელიც მსხლისგან მზადდება. მისი ალკოჰოლის შემცველობა, ჩვეულებრივსამებრ, 43%-ია. მას ადგილობრივ კერძებთან ერთად სადილის შემდეგ მიიღებენ. ზოგჯერ მიირთმევენ ყავასთან ერთდაც. ამ სასმლის ზოგიერთ ბოთლში ვხვდებით დიდი ზომის, ცოცხალ ატამსაც. [2] ქვეყანაში მრავალი სახის რეგიონული კონიაკი არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა ხილისგან ამზადებენ. ამ მხრიც, ყველაზე გავრცელებულ ხილს ალუბალი წარმოადგენს.
შვეიცარია ყავის თითოეულ მოქალაქეზე მოცულების მიხედვით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.myswitzerland.com/en-gb/planning/about-switzerland/custom-and-tradition/typical-food/
- ↑ http://www6.cocktailsspiritsliquors.com/?tdfs=1&s_token=1599650028.0045624950&uuid=1599650028.0045624950&kw=Alcohol&term=Wine%20Delivery&term=Liquor%20Delivery&term=Beer%20Delivery&backfill=0[მკვდარი ბმული]
- ↑ [1]