შვეიცარიის დროშა
შვეიცარიის დროშა შედგება წითელი ფონისა და მის ცენტრში გამოსახული თეთრი ჯვრისგან. წარმოადგენს ერთადერთ კვადრატულ სახელმწიფო დროშას, თუმცა ასევე კვადარტული დროშა აქვს ვატიკანს.
ჯვრის ზომები ოფიციალურად 1889 წელს იქნა განსაზღვრული. თეთრი ჯვარი, როგორც სამხედრო სიმბოლო გამოიყენებოდა ძველი შვეიცარიის კონფედერაციაში XIV საუკუნიდან, მაგრამ მისი თანამედროვე მონახაზი კვადრატულ წითელ ფონზე მხოლოდ ნაპოლეონის პერიოდში შეიქმნა და პირველად გამოყენებულ იქნა 1800 წელს, ასი დღის დროს, გენერალ ნიკლაუს ფრანც ვონ ბეხმანის მიერ, სახელმწიფო დროშად კი ოფიციალურად 1889 წელს დამტკიცდა.