შვეიცარიის გეოგრაფიული ცენტრი
შვეიცარიის გეოგრაფიული ცენტრის კოორდინატებია 46°48′04″ ჩ. გ. 8°13′36″ ა. გ. / 46.80111° ჩ. გ. 8.22667° ა. გ. მდებარეობს ობვალდენის კანტონში, ზაკსელენის მუნიციპალიტეტში. წერტილი 1988 წელს მასის ცენტრით დაამტკიცა შვეიცარიის ტოპოგრაფიის ფედერალურმა ოფისმა (Swisstopo).
ვინაიდან ეს წერტილი ძნელად მისადგომია, აღმნიშვნელი ქვა 500 მეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით განათავსეს. ქვაზე არსებულ სტელაზე ყოველწლიურად „წლის შვეიცარიელის“ კონკურსში გამარჯვებულის გვარსა და სახელს მიაწერენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Älggialp Sachseln
- Steinmanndli-Klub დაარქივებული 2018-04-12 საიტზე Wayback Machine.