შვედეთის დასახლებული პუნქტები
დასახლებული პუნქტი — შვედური ტერმინის „tätort“ ყველაზე მიახლოებული თარგმანი. 2005 წლის მონაცემებით შვედეთში არის 1940 დასახლება. ტრადიციულად „tätort“-ი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 200 მაცხოვრებლისგან და ის შეიძლება იყოს ქალაქი ან დიდი სოფელი, ხოლო დიდი ქალაქები და ურბანული არეები მოიხსენიება ტერმინით „Stad“. „Stad“-ი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 10 000 მაცხოვრებელს,[1] თუმცა 1972 წლიდან ტერმინი Stad ოფიციალურად აღარ გამოიყენება.
ისტორია
რედაქტირებაXX საუკუნის დასაწყისისთვის ურბანიზაციამ და ინდუსტრიალიზააციამ შექმნეს ბევრი ახალი დასახლება, რომლებსაც ფორმალურად ქალაქის წოდება არ ჰქონდათ. იქმნებოდა ახალი გარეუბნები, რომლებიც დე ფაქტო ქალაქის შემადგენლობაში შედიოდნენ, ხოლო დე იურე სოფლები იყვნენ. ეს სტატისტიკისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. 1930 წლის აღწერისთვის შემოიღეს ტერმინი „tätort“, რომელიც ითარგმნება როგორც დასახლებული პუნქტი. 1950 წლიდან მოხდა ქალაქების და სოფლების საზღვრების გამიჯვნა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Statistics Sweden. Be 16 SM 9601, Tätorter 1995, p. 2: "Towns (localities with more than 10,000 inhabitants)".