შენქოის ხიდი— ხიდი თურქეთში, ზილკალეს ციხის ზემოთ, ფორტუნასუსა და ჩათქოის წყლის ხერთვისამდე. იგი მდინარე ფორტუნასუს ერთ-ერთ ყველაზე შევიწროებულ ადგილასაა აგებული. კამარის მოხაზულობა ნახევარწრიულია. მალის კონსტრუქცია თაღისა და თაღს ზედა ნაშენისაგან შედგება. ხიდის ორივე მხარის საპირე რკალის წყობაში გამოყენებულია მოგრძო ფორმის კარგად დამუშავებული ქვების ერთი რიგი. საპირე ქვები ერთმანეთზეა მიწყობილი და ხიდის ორივე ნაპირს მთელ სიგრძეზე გასდევს. ხიდს ორივე მხარეს კლდოვან ქანზე საგულდაგულოდ მიდგმული მაღლივი ბურჯები აქვს ამოყვანილი. საკუთრივ ნახევარწრიული რკალის ქუსლები კი ბურჯების დასაწყისშია შესმული. მოგვიანებით მასზე რკინაბეტონის თანამედროვე ხიდი დაუშენებიათ, ამიტომ მისი აზომვა არ ხერხდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 72 ISBN 978-9941-0-6458-6.