შენდეროვის სახლი (რუს. Дом Шендерова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს ვოროშილოვის პროსპექტზე (სახლი 33). სავაჭრო სახლი ააშენეს XIX საუკუნის ბოლოს არქიტექტორ ნ. სოკოლოვის პროექტით[1]. ნაგებობის არქიტექტურა გარდამავალი სტილია ეკლექტიკიდან მოდერნამდე[2]. შენდეროვის სახლს აქვს რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].

შენდეროვის სახლი
რუს. Дом Шендерова
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ნ. სოკოლოვი
ტიპი ეკლექტიკა, მოდერნი
გახსნის თარიღი XIX საუკუნის ბოლო
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

სავაჭრო სახლი ააშენეს XIX საუკუნის ბოლოს არქიტექტორ ნ. სოკოლოვის პროექტით[1]. იგი ეკუთვნოდა მეორე გილდიის ვაჭარს სოლომონ შენდეროვს[4]. შენობის პირველ სართულზე განთავსებული იყო სხვადასხვა სავაჭრო სათავსოები. მეორე სართულს სახლის მფლობელი იყენებდა საცხოვრებლად. ასევე საცხოვრებელი ოთახები იყო განთავსებული გვერდით მიდგმულ კუთხეებში[1].

საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. 1920-იან წლებში სახლის პირველ სართულზე განთავსდა სავაჭრო ორგანიზაციები, ხოლო მეორეზე კომუნალური ბინები. მეორე მსოფლიო ომის დროს სახლი დაზიანდა, განადგურდა ცენტრალური გუმბათი. 1950-იან წლებში მოხდა სახლის რესტავრაცია არქიტექტორების მ. იშუნინისა და გ. პეტროვის პროექტის მიხედვით. ამავე დროს მოხდა სახლის გაფართოება და მიაშენეს ახალი ნაგებობები[1].

2000-იანი წლების შუა პერიოდში მოხდა სახლის რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც ცენტრალური გუმბათი აღადგინეს თავდაპირველი სახით. თანამედროვე ეტაპზე შენობაში განთავსებულია ალფა-ბანკის ერთ-ერთი ფილიალი[1].

არქიტექტურა

რედაქტირება

ორსართულიან სახლს აქვს ასო П-ს მსგავსი დაგეგმარება. მთავარი ფასადი გადის ვოროშილოვის პროსპექტზე. ხოლო გვერდითა ფასადები სერაფიმოვიჩისა და ტემერნიკის ქუჩებზე. სახლის ფასადის ცენტრალურ და გვერდითა ნაწილებს ადგას კუთხიანი გუმბათები. ფანჯრების გაფორმებისათვის გამოყენებულია ქალის თავები, ჰერმები, საზეიმო მორთულობები და გვირგვინები[2].

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Доходный дом С.И.Шендерова. voopiik-don.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-15. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
  2. 2.0 2.1 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону, 1999. — С. 105. — ISBN 5-8456-0433-8.
  3. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
  4. М. А. Гонтмахер «Евреи на донской земле». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-31. ციტირების თარიღი: 2017-02-16.