შეიხ იბრაგიმის მეჩეთი
შეიხ იბრაგიმის მეჩეთი (აზერ. Şeyx İbrahim məscidi) — აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ისტორიულ ნაწილში იჩერი-შეხერში, ასაფ ზეინალის ქ. 25-ში მდებარეობს XV საუკუნის დასაწყისში აშენებული მეჩეთი.
შეიხ იბრაგიმის მეჩეთი აზერ. Şeyx İbrahim məscidi | |
---|---|
მდებარეობა | იჩერი-შეჰერი, ბაქო, აზერბაიჯანი |
მოქანდაკე | ხაჯა ამირ შაჰი |
სტილი | შირვან-აფშერონის არქიტექტურული სკოლა |
ისტორია
რედაქტირებამეჩეთი აშენდა 1415/16 წელს ხაჯა ამირ შაჰის მიერ შირვანშაჰი იბრაჰიმ I-ის მმართველობის პერიოდში (1382—1417).[1] მეჩეთის შესასვლელი კარების თავზე შემორჩა ქვაზე ამოჩუქურთმებული კიტაბე არაბული წარწერით. კიტაბზე მიწერილია მშენებლობის შეკვეთის მიღების თარიღი და მშენებლის სახელი:
"სულთანის შვილის სულთან შეიხ იბრაგიმის დროს პატივსაცემი მმართველი ხაჯა ამირ იბნ შაჰი რვაას თვრამეტ წელს გარდაცვლილმა ხაჯა გაჯი იაგუბმა (1415/16) ბრძანა ამ მეჩეთის აგება.[1]" პილიასტრების საშუალებით სამ ნაწილად დაყოფილი შეიხ იბრაგიმის მეჩეთის ფასადი ასიმეტრიულადაა გადაწყვეტილი. მეჩეთის ერთადერთ სამლოცველო დარბაზში მდებარეობს არც თუ ისე დიდი სტალაქტიკური მიხრაბი. ინტერიერის კედლებში ღრმა ღიობებია დატანებული.[1]