შეიარაღებული კონფლიქტი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
შეიარაღებული კონფლიქტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით ან სახელმწიფოებს შორის შეიარაღებული წინააღმდეგობის ფორმას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ნაციონალურ, ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა სახის დაპირისპირებათა გადასაწყვეტად, რომლის დროსაც კონფლიქტში მონაწილეთა მხრიდან ადგილი აქვს სამხედრო ძალის შეზღუდულ გამოყენებას. ომთან შედარებით შეიარაღებული კონფლიქტის მიზნები და ტერიტორიული მასშტაბები გაცილებით შეზღუდულია. ამასთან, შეიარაღებული კონფლიქტი შესაძლოა იყოს პერიოდული, რომლის დროსაც საბრძოლო მოქმედებები არ ატარებს სისტემატურ ხასიათს.