შედარება (რიტორიკა)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
შედარება სტილისტიკასა და ლიტერატურაში — ტროპის ერთ-ერთი სახე. შედარების დროს ორი სხვადასხვა საგანი ან მოვლენა შეფასებულია ერთმანეთთან არა სრული მსგავსების, არამედ ერთ-ერთი რომელიმე მსგავსების საფუძველზე, მოვლენების მხატვრული გამოსახვის მიზნით:
„მაღლით ბრძლის ველს, როგორც ხელის გულს,
ისე დაჰყურებს მთავარსარდალი“.
შედარებისთვის აუცილებელია ორი ან მეტი მოვლენა - რა უნდა შევადაროთ და რას უნდა შევადაროთ. მაგალითად, წინადადებაში „თმა თოვლივით გაუთეთრდა“ შედარების ორი წევრია: თმა და თოვლი.
შედარების წევრები შედარებას ქმნიან გრამატიკული კავშირებით: ვითარცა, როგორც, თითქოს, მსგავსად; ან ნაწილაკებით: -ვით, -ებრ და სხვ.