შაჰ რუხ ხანი (ასევე შაჰრუხ ხანი, ჰინ. शाहरुख़ ख़ान; დ. 2 ნოემბერი, 1965) — ინდოელი კინომსახიობი, კინორეჟისორი და სატელევიზიო წამყვანი. „ბოლივუდის მეფედ“ წოდებულს როლები 70-ზე მეტ ინდურ ფილში აქვს შესრულებული.[1][2][3]

შაჰ რუხ ხანი 2008 წელს

ხანის კარიერა გვიან 1980-იან წლებში რამდენიმე სატელევიზიო სერიალში მცირე როლების შესრულებით დაიწყო. მისი კინოდებიუტი ფილმში დივანა (1992) შედგა. მას შემდეგ მან უამრავ კომერციულად წარმატებულ ფილმში მიიღო მონაწილეობა და მრავალი როლისთვის კრიტიკოსთა ქება დაიმსახურა. მიღებული აქვს თოთხმეტი „ფილმფერის ჯილდო“ მისი დამსახურებისთვის ინდურ კინოინდუსტრიაში, რომელთაგან რვა — საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში. 2005 წელს ინდოეთის მთავრობამ ის პადმა შრით დააჯილდოვა ინდოეთის კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.

ხანის ფილმები, როგორიცაა დილვალე დულჰანია ლე ჯაიენგე (1995), კუჩ კუჩ ჰოტა ჰაი (1998), ჩაკ დელ ინდია (2007), ომ შანტი ომ (2007) და რაბ ნე ბანა დი ჯოდი (2008) ბოლივუდის უდიდეს ჰიტებს შორისაა, ხოლო ფილები კაბჰი ხუში კაბჰი ღამ... (2001), კალ ჰო ნაა ჰო (2003), ვეერ-ზაარა (2004), კაბჰი ალვიდა ნაა კეჰნა (2006) და მე მქვია ხანი (2010) ინდოეთის საზღვრებს გარეთ ყველაზე მომგებიანი პროდუქტები იყო, რაც მას ინდოეთის ყველაზე წარმატებულ მსახიობად ხდის.[4]

2000 წლიდან ხანმა კინორეჟისორობა და ტელეწამყვანობა დაიწყო. ის არის ორი საპროდიუსორო კომპანიის, დრიმზ ანლიმიტედ და რედ ჩილიზ ენტერტეინმენტ, დამაარსებელი/მფლობელი. გლობალურად, ხანი ერთ-ერთ უდიდეს კინომსახიობად ითვლება[1] და მის თაყვანისმცემელთა რიცხვი მილიარდს უახლოვდება.[5] 2008 წელს ჟურნალმა ნიუსუიკი ის მსოფლიოს 50 უძლიერეს ადამიანთა შორის დაასახელა.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 გლობალური ელიტა – 41: შაჰ რუხ ხანი. Newsweek (20 დეკემბერი, 2008). ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2008.
  2. „ბოლივუდის მეფე“. CNN. CNN Entertainment. 5 თებერვალი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-05. ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. სანერი, ემინ (4 აგვისტო, 2006). „ბოლივუდის მეფე“. გარდიანი (გაზეთი). ციტირების თარიღი: 25 June 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. კუმარი, ანუჯ (11 ნოემბერი, 2004). „Bollywood bonanza“. The Hindu. ჩენაი, ინდოეთი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2009. ციტირების თარიღი: 16 August 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
    კამათი, სუდჰიშ (7 დეკემბერი, 2007). „Being SRK“. The Hindu. ჩენაი, ინდოეთი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ნოემბერი 2008. ციტირების თარიღი: 16 August 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. სარა გორდონი (10 თებერვალი, 2010). „Airport denies Shah Rukh Khan's body scanner image was printed for autographs“. დეილი მეილი. გაერთიანებული სამეფო. ციტირების თარიღი: 12 February 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)