შაქის ციხე (აზერ. Şəki qalası)— ადრე ცნობილი როგორც ნუხას ციხე — ციხე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ შაქიში.

შაქის ციხე
აზერ. Şəki qalası
ტიპი ციხესიმაგრე
თარიღდება XVIII საუკუნე
მდგომარეობა აღდგენილი

დიდი საბჭოთა ენციკლოპედია აღნიშნავს, რომ შაქის ხანების სასახლე და ციხე ერთდროულად 1765 წელს აშენდა[1]. 1890 წლის Britannica-ს გამოცემა წერს, რომ 1765 წელს, მუჰამედ ჰუსეინ ხანის მეფობის დროს, ციხე და სასახლე აშენდა ამ თარიღზე ოდნავ გვიან აშენდა[2].

ციხის აღწერა

რედაქტირება

შაქის ციხე-სიმაგრეში აღმართული და რამდენიმე ნაგებობისგან შემდგარი კომპლექსიდან დღემდე მხოლოდ ორსართულიანი სასახლეა შემორჩენილი. შაქის სახანოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ სასახლე ადგილობრივი ადმინისტრაციის იურისდიქციაში შედიოდა და რამდენჯერმე აღადგინეს[3][4].

1853 წელს შედგენილია ციტადელის გეგმა, რომლის მიხედვითაც მასში განთავსებული სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები ხანის თავადაზნაურთა ოჯახებისთვის განკუთვნილი იყო[5]. სასახლის გარდა, ციხესიმაგრეში ყაზარმები, ხაზინა, ციხე იყო და 1828 წელს ხანის მეჩეთიდან გადაკეთებული მართლმადიდებლური ეკლესია აიგო[4]. სასახლის ორიგინალური ნახატები  მოგზაურებზე ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებდა[6]. 1896 წელს ღვარცოფმა რამდენიმე ადგილას ნუხის ციხის კედელი გაარღვია[7]. 1958-1963 წლებში ციხის დაზიანებული გალავანი აღდგა.

შაქის ციხე, რომელიც ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისგან დასაცავად აშენდა. ციხის გალავანი დაახლოებით 1,3 კმ სიგრძისაა, ჩრდილოეთ ნაწილში კედლების სიმაღლე დაახლოებით 4, სამხრეთში - დაახლოებით 8 მეტრია. ხოლო მისი სისქე დაახლოებით 2.2 მეტრია[8]. კედლის მთელ სიგრძეზე 21 თავდაცვითი კოშკია. ციხე ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან თაღოვანი კარიბჭეებით იკეტება[9]. ციხის სიმაღლე ზღვის დონიდან ჩრდილოეთით 750 მეტრია, სამხრეთით 710 მეტრი[10].

  1. Нуха // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  2. Nukha // издание 9-е / Eddited by Thomas Spencer Baynes. — The Encyclopaedia Britannica: a dictionary of arts, sciences and general literature: The Henry G. Allen Company, 1890. — Т. 17. — С. 613.
  3. Шәки Ханларынын Сарајы / Под ред. Дж. Кулиева. — Азербайджанская советская энциклопедия: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1987. — Т. 10. — С. 502—503.
  4. 4.0 4.1 И. Л. Сегаль. Елисаветпольская губерния. Впечатления и воспоминания. — Кавказский вестник. Тифлис, 1902. — С. 15.
  5. К. М. Мамед-заде. Строительное искусство Азербайджана. — Баку: Элм, 1983.
  6. Л. С. Бретаницкий (архитектура), Ю. А. Казиев, К. Д. Керимов (изобразительное и декоративно-прикладное искусство). Искусство Азербайджана / Под ред. Б. В. Веймарна. — История искусства народов СССР: в 9 томах: Изобразительное искусство, 1979. — Т. 5. — С. 361.
  7. Назирова Б. Т. Некоторые вопросы хозяйственных мероприятий по борьбе с эрозией почв и с селевыми потоками в бассейне р. Кишчай // Изв. АН АзССР. Сер. биол. и мед. наук. — 1961. — № 3. — С. 67.
  8. Шеки
  9. Шекинская крепость
  10. Шекинский район