შატო შენონსო
შატო შენონსო (ფრანგ. Château de Chenonceau, შენონსოს სასახლე) — ამავე სახელწოდების სოფელში მდებარე სასახლე, საფრანგეთის დეპარტამენტ ენდრ და ლუარაში. ლუარის სასახლეთა კომპლექსის ნაწილი. აშენებულია XVI საუკუნეში ხიდის გალერეის გარეშე. სასახლე განთქმული იყო, როგორც ანრი II-ის ფავოროტი დიანა დე პუატიეს ბინა, რომელმაც ეს სასახლე მეფისგან საჩუქრად მიიღო. ანრის სიკვდილის შემდეგ მისმა ცოლმა დიანას სასახლე გამოართვა შომონ-სიურ-ლუარის სანაცვლოდ. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სასახლეში სამხედრო ჰოსპიტალი იყო განთავსებული.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 933 ინგლ. • რუს. • ფრ. |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შატო შენონსოს ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-10-24 საიტზე Wayback Machine.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: