შარონოვის სახლი
შარონოვის სახლი (რუს. Дом Шаронова) — ძველი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1912 წელს არქიტექტორ თეოდორ შეხტელის პროექტის მიხედვით. შარონოვის სახლი შედის რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიაში.
შარონოვის სახლი რუს. Дом Шаронова | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′07″N 38°55′16″E / 47.218633° ჩ. გ. 38.921114° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
არქიტექტორი | თეოდორ შეხტელი |
ტიპი | მოდერნი |
დასრულების თარიღი | 1912 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მისამართი: ტაგანროგი, ფრუზეს ქუჩა № 80.
ისტორია
რედაქტირებაშენობა აგებულია 1912 წელს მოდერნის არქიტექტურულ სტილში, არქიტექტურის აკადემიკოსის თეოდორ შეხტელის პროექტის მიხედვით. 1917 წლამდე სახლი იყო მსხვილი ტაგანროგელი პურის ვაჭრის ევგენი შარონოვის კუთვნილებაში, რომელმაც ეს სახლი ააშენა საკუთარი ქალიშვილის მარიასათვის[1]. 1920-1922 წლებში შენობაში განთავსებული იყო მეაბრეშუმეობის სადგური. 1923 წლიდან კი - საბავშვო პოლიკლინიკა. ტაგანროგის ოკუპაციის პერიოდში შენობა დაიკავა ევალდ ფონ კლეისტის პირველმა სატანკო არმიამ[2]. 1944 წლის შემდეგ შენობაში განთავსებული იყო სხვადასხვა საქალაქო ორგანიზაციები, მათ შორის ორჯონიკიძის რაიონის სკკპ რაიონული კომიტეტი. 1981 წლიდან კი შარონოვის სახლში ტაგანროგის ქალაქთმშენებლობისა და ყოფაცხოვრების მუზეუმია გახსნილი.
არქიტექტურა
რედაქტირებაშარონოვის სახლი მოდერნის მარგალიტს წარმოადგენს. იგი არქიტექტურის, მხატვრობისა და ქანდაკების ბრწყინვალე ნიმუშია. სართულნახევრიან სახლს აქვს ბევრი საერთო მოსკოვის იაროსლავის რკინიგზის სადგურთან. შენობის კომპოზიცია ასიმეტრიულია. მარცხენა ნაწილში ოთხკუთხა მაღალი კოშკია, რვაკუთხა გუმბათით. ამ ნაწილში მდებარეობს მთავარი შესასვლელი.
შენობის ფრიზული ნაწილი მოპირკეთებულია კერამიკის ფილებით, რომელზეც გამოსახულია მოზაიკური სურათები.
რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ერთადერთია როსტოვის ოლქში, რომლის ფასადზეც გამოსახულია მონუმენტური მხატვრობა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Подлипанов М. Д. Шаронов Евгений Иванович // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 803. — ISBN 978-5-88040-064-5.
- ↑ Матишов Г. Г., Афанасенко В. И., Кринко Е. Ф. Миус-фронт в Великой Отечественной войне. — Ростов-на-Дону: ЮНЦ РАН, 2010. — С. 100. — ISBN 978-5-902982-89-0.
- ↑ Товарищество «Искусство или смерть» / Под ред. О. Головановой. — М.: ГМСИ, 2009. — 304 с. — ISBN 978-5-91611-006-7.
- ↑ Собств. корр. «Дневник убийцы»: Пролитая кровь обязательно вернется // Экспресс-газета. — 2002. — 29 янв.