შამილ დასნი
შამილ ადე დასნი (დ. 15 აგვისტო, 1941, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 29 აპრილი, 1996, თბილისი, საქართველო) — იეზიდი საჭადრაკო კომპოზიტორი და მწვრთნელი. პირველი ამოცანა გამოაქვეყნა 1962 წელს ლელოში. სულ შედგენილი აქვს 200 ამოცანა, უპირატესად მინიატურული ფორმის. მისი ამოცანები დაიბეჭდა იუგოსლავიის, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის, გერმანიის, ბელგიის, რუმინეთის და სხვა ქვეყნების ჟურნალ-გაზეთებში . მისი რჩეული ამოცანების კრებული ინგლისურ ენაზე 1996 წელს გამოიცა. 1975 წლიდან მუშაობდა თბილისის სამგორის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მწვრთნელად. აღზარდა 700-ზე მეტი თანრიგოსანი მოჭადრაკე, მათ შორის საერთაშორისო ოსტატები სერგეი მოვსესიანი და მირანდა ხორავა.
საჭადრაკო კომპოზიცია
რედაქტირებაამოხსნა:
1. კc4! ცუგცვანგი
1. ... მფe3 2. ლe2#
1. ... მფe5 2. ლe6#
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Ade Dasni Shamil, Problems of Shamil Ade Dasni, თბ., 1996.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 43.
- დასნი შამილ, ჭადრაკის სიბრძნის სამყაროში, თბ., 1996.