შამბიეთის ზურგიანი კოშკი
შამბიეთის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შამბიეთის მიდამოებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
რვასართულიანი კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. კოშკი გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, ჩრდილოეთით მომრგვალებული ზურგით. არქიტრავული შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭ-რილი. კარი ნაოთხალია; დატანებულია საურდულე. კოშკის სამხრეთი კედლის ცენტრალურ ღერძზე გაჭრილია სათოფურები. მერვე სართულზე სწორკუთხა სარკმელია. დანარჩენი კედლები ყრუა. შემორჩენილია სა-რთულშუა გადახურვის კოჭების ბუდეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 211-212