შალვა დარჯანია
1928 Engineer.; born 31 May, 1928
შალვა ელიზბარის ძე დარჯანია (დ. 31 მაისი, 1928, ქუთაისი) — ქართველი ინჟინერ-მექანიზატორი.
დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი (1957). 1976–1995 წლებში იყო სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჩაის საკრეფი მანქანების განყოფილების უფროსი. 1995–2000 წლებში იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო მანქანათმშენებლობის სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის „საქაგრომანქანის“ პროექტის მთავარი კონსტრუქტორი. ჩაის საკრეფი მანქანის — „საქართველოს“ შექმნისათვის მიენიჭა ლენინური პრემია (1967, სხვებთან ერთად), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 329.