შალვა დიმიტრის ძე დანელია (დ. 1894, ქუთაისი, — გ. 4 იანვარი, 1930) — ქართველი ბოლშევიკი რევოლუციონერი.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტში (1914). 1917 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტიის წევრი. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მიავლინეს სიმბირსკში, სადაც იყო ბოლშევიკური ხელისუფლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დეპუტატთა საბჭოების საგუბერნიო აღმასკომის წევრი, ადგილობრივი წითელი არმიის რაზმების ორგანიზატორი. 1918 წლიდან სხვადასხვა დროს იყო პეტროგრადის ტექნიკური საარტილერიო კურსების პოლიტიკური კომისარი, მოსკოვის სამეთაურო შემადგენლობის კურსების პოლიტიკური კომისარი, ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის უფროსი, ყაზანის სამხედრო-საინჟინრო ტექნიკუმის კომისარი.

ლიტერატურა

რედაქტირება