შათირის ნაეკლესიარი
შათირის ნაეკლესიარი — ნაეკლესიარი საქართველოში, გურიაში, სოფელ შათირის ტერიტორიაზე. ნაეკლესიარი მდებარეობს სასაფლაოზე, სამხრეთით ყველაზე მაღალ წერტილში. ნაეკლესიარის ადგილს ირგვლივ სამ მეტრამდე სიმაღლის რიყის ქვით ნაგები კედელი აკრავას. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კედელზე ბეტონის კიბეებია მოწყობილი, რომლითაც შიდა სივრცეში ვხვდებით, სადაც მთელი ტერიტორია მიწით არის სავსე და საფლავებია განლაგებული. ნაეკლესიარის კვალი არ იკითხება. მხოლოდ რამდენიმე თლილი კვადრი დევს საფლავებთან. ადგილობრივების გადმოცემით ამ ადგილას ეკლესია მდგარა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20941