შავფაჩხატაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ლეჩხუმიდან.

მაღლარების სახითაა გავრცელებული ლეჩხუმში, სოფელ ორბელში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

მტევანი მცირე ან საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, აგებულებით საშუალო სიკუმსისაა. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური ფორმის. სრული სიმწიფის დროსაც მწვანეა. კანი სქელი და ხეშეში აქვს. რბილობი მვვრივი, მაგრამ წვნიანი, ძალიან ტკბილი.

შავფაჩხატა გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 416-418