შავი პარასკევიმადლიერების დღის მეორე დღე აშშ-ში. დღე, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია ამ დღეს აწყობს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს სხვადასხვა პროდუქციაზე. ზოგიერთ შტატში ითვლება დასვენების დღედ. მთელი წლის განმავლობაში, ვაჭრობის მხრივ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში.[1] ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გამოიყენეს გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად, მადლიერების დღის მეორე დღეს.[2][3] „შავი პარასკევი“ ხვდება 23-იდან 29 ნოემბრამდე შუალედში.

„შავი პარასკევი“ ამერიკის ერთ-ერთ მაღაზიაში
  1. International Council of Shopping Centers. "Holiday Watch: Media Guide 2006 Holiday Facts and Figure". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-29. ციტირების თარიღი: 2013-11-27.
  2. The Origins of "Black Friday"
  3. 1966 "Black Friday" (day after Thanksgiving). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-13. ციტირების თარიღი: 2013-11-27.