შავეთი
შავეთი — სულეთი, საიქიო, სადაც კუპრის მდინარეები მიედინება (ფშავ-ხევსურული გადმოცემებით). ამ „ქართულ სტიქსზე“ ბეწვის ხიდია, საიდანაც ცოდვილთა ნაკადი მდუღარე კუპრში ცვივა, უცოდველნი გაღმა გადადიან.
- „რა იცის წუთისოფელმა, შავეთს რა სამართალია?“ (ხალხ.)
- „შავეთში გამგზავრებულსა ცხენი წამექცეს წყალშია“ (ვაჟა)
შავი ქართულ მითოლოგიაშიც ტანჯვისა და ვაების სიმბოლოა. მასთან უძლურნი არიან თვით ქვეყნიერების გამრიგე და ღვთისშვილნი.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.