ყუბად ყასიმოვი
ყუბად აბდალა-ოღლი ყასიმოვი (აზერ. Qubad Abdulla oğlu Qasımov; დ. 9 ივლისი, 1896 — გ. 1993) — აზერბაიჯანელი და საბჭოთა მუსიკადმცოდნე, აზერბაიჯანის სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი (1968), ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1949).
ყუბად ყასიმოვი | |
---|---|
აზერ. Qubad Abdulla oğlu Qasımov | |
დაბ. თარიღი | 27 ივლისი (8 აგვისტო), 1896 |
დაბ. ადგილი | ყარღაბაზარი |
გარდ. თარიღი | 1993 |
გარდ. ადგილი | ბაქო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ისტორიკოსი და მუსიკოლოგი |
მუშაობის ადგილი | აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაყუბად ყასიმოვი დაიბადა ელიზავეტპოლის გუბერნიის ჯაბრაილის მაზრის სოფელ ყარგაბაზარში. 1928 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ფაკულტეტის ისტორიული განყოფილება. 1921—1939 წლებში იყო აზერბაიჯანის სატელეგრაფო სააგენტოს განყოფილების გამგე, გაზეთ „კომუნისტის“, „ენი-ელის“და „ბაქოელი მუშის“ გაზეთების პასუხისმგებელი მდივანი. 1940—1944 წლებში აზერბაიჯანის კონსერვატორიის მუსიკის კაბინეტის სამეცნიერო - კვლევის უფროსი მეცნიერ მუშაკი.
1945—1950 წლებში აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ხელოვნების ინსტიტუტის მდივანი. 1951—1954 წლებში მასწავლებელი (1954-დან დოცენტი), 1952 წლიდან კათედრის გამგე, 1953—1955 უმაღლესი დაუსწრებელი სწავლის პედაგოგიური ინსტიტუტის დეკანი. 1955—1970 წლებში ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მუსიკის ისტორიის განყოფილებას, 1971 წლიდან აზერბაიჯანის სსრ არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება