ყრუანჩელა
ყრუანჩელა, აგრეთვე ყრუალა[1] — ხალხური ტერმინი, რომლითაც მოიხსენიება რამდენიმე სანადირო ფრინველი. უპირატესად სოღო (Tetrao urogallus),[2][1] როჭო (Lyrurus) და ჟრუნი (Tetrastes bonasia), აგრეთვე ტყის ქათამიც (Scolopax rusticola).[3] სახელი მომდინარეობს იქიდან, რომ გამრავლების პერიოდში, ტიხტიხის დროს მამალი გამოსცემს ხმამაღალ ბგერებს, რის გამოც ამ დროს მას ხმა აღარ ესმის და „ყრუვდება“. მონადირეები ხშირად სწორედ ამ დროს ირჩევენ მათზე სანადიროდ.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 ყრუალა — bazieri.ge
- ↑ Глухарь — რუსულ-ქართული ლექსიკონი // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ↑ ყრუანჩელა — ქართულ სინონიმთა ლექსიკონი // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა