ყრანჩის წმინდა გიორგის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი

ყრანჩის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილში, ძველ სასაფლაოზე. აგებულია XX საუკუნის დასაწყისში.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებობა ერთსაფეხურიან ცოკოლზეა დაფუძნებული. ნაგებია თლილი ქვის კვადრებით. ეკლესია აგებულია დასავლეთ საქართველოში მოღვაწე ბერძენი ოსტატების მიერ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16389