ყოჩები (სარაგბო კლუბი)
„ყოჩები“ — საქართველოს უმაღლესი ლიგის სარაგბო კლუბი.
სრული სახელი | სარაგბო კლუბი ბოლნისის ყოჩები |
---|---|
დაარსდა | 1959 წლის 15 ოქტომბერს |
რეგიონი |
საქართველო ბოლნისი |
მწვრთნელ(ებ)ი |
ალექსანდრე ესაკია სპირიდონ ლიპარტელიანი რატი ურუშაძე აკაკი ცინცაძე |
ლიგა | უმაღლესი ლიგა |
ოფიციალური საიტი | |
kochebi.ge |
ისტორია
რედაქტირებასარაგბო კლუბი „ყოჩები“, პირველი და უძველესი ქართული გუნდი 1959 წლის 15 ოქტომბერს დაარსდა. წარმოშობით სომეხმა, მარსელში აღზრდილმა ჟაკ ასპეკიანმა, სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პირველი ვარჯიში სწორედ ამ დღეს ჩაატარა სარაგბო კლუბ „გეპეიში“ [1], რომელიც, თავის მხრივ, „ყოჩების“ წინამორბედია.
1961 წლიდან თბილისის პირველობას ჩაეყარა საფუძველი და პირველი სამი გათამაშება სპის (საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის) გამარჯვებით დასრულდა, 1966-ში „ყოჩებმა“ მესამე ადგილი დაიკავა. 1978 წლიდან საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო, სადაც საკავშირო ჩემპიონატში მონაწილე ქართული კლუბებიც იღებდნენ მონაწილეობას და პირველ სამ ჯერზე (1978, 1979 და 1980 წლებში) თასი სპიმ მოიპოვა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველად ჩატარებულ (1990 წელს) საქართველოს ჩემპიონატში გუნდი შეცვლილი სახელით (საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი) გამოვიდა, უფრო მოგვიანებით კლუბს „სტუ-ყოჩები“, ბოლოს კი „ყოჩები“ ეწოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2014-12-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ რუსული ენის გავლენით, ასე ეძახდნენ საბჭოეთში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს