ყორნისის ძველი ნაგებობის ნაშთი
ყორნისის ძველი ნაგებობის ნაშთი — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, სოფელ ყორნისში, სასაფლაოზე. ნაგებობიდან შემორჩენილია ჩრდილოეთი კედელი, რომლის სიმაღლე 1-2 მეტრს აღწევს. კედელზე შეინიშნება ნიშების კვალი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა. შემორჩენილი საძირკვლის მიხედვით, ნაგებობა გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენდა. სავარაუდოა ამ ადგილას ფეოდალის სასახლის არსებობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004