ყლარსის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყლარსიდან სამხრეთ-დასავლეთით 1 კმ-ზე, მაღალ მთაზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგებია დიდი ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვებით.

სამსართულიანი კოშკი გეგმით კვადრატს წარმოადგენს. სამხრეთით მეორე სართულზე თაღოვანი შესასვლელია, აღმოსავლეთით სწორკუთხა სარკმელი და სათოფურებია.

მესამე სართულის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია.

პირველი სართულის სამხრეთი კედლის აღმოსავლეთი ნაწილი ჩამონგრეულია. კოშკის კედლები დაბზარულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 208