ყვირა, ქვირაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტ აბლაბუდისებრადაა შებუსული ან შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ან საშუალო ზომისაა, კონუსური, საშუალო სიმკვრივის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი წითელი. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია.

ყვირა ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი დაახლოებით 170 დღეა. სექტემბერში მწიფდება. მტევნის საშუალო წონა 240 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი დაახლოებით 8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16.2-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9.8 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 406