ყველაფერი, ყველაფერი (წიგნი)

ყველაფერი, ყველაფერი — ამერიკელი ავტორის ნიკოლა იუნის მიერ შექმნილი ახალგაზრდული რომანი, გამოცემული 2015 წელს. ეს ნიკოლას პირველი ნოველაა[1]. ნოველის მთავარი გმირი 18 წლის მადელაინ ვითერია, რომელსაც აქვს მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი (SCID), აგრეთვე ცნობილი როგორც „ბავშვის ბუშტოვანი დაავადება“. მისი მდგომარეობის გამო, მედლინი ჩარჩენილია სახლში ლოს-ანჯელესში სადაც დედასთან და ექიმთან ერთად ცხოვრობს, რომლებიც ზრუნავენ მასზე[2].

მოკლე შინაარსი

რედაქტირება

ისტორია ეხება 18 წლის მედლინ ვითერს რომელიც განიცდის მძიმე კომბინირებულ იმუნოდეფიციტს და შესაბამისად ვერ ტოვებს საკუთარ სახლს. მისი სამყარო შედგება დედამისისგან, მედიკოსი კარლასაგან და წიგნებისგან რომელშიც თვითონ ეფლება. სამეზობლოდ გადმოდის ოჯახი და მედლინი უყურებს მათ ფანჯრიდან. ის უმეგობრდება ოლის, ოჯახის შვილს და ეს ორი იწყებს ონლაინ მესიჯობას ერთმანეთში. რომანი იწყება ამ ორს შორის და ეს შეასწავლის მედიკოსს თუ როგორ მოქმედებს სიყვარული მის ცხოვრებაზე[3].

რეცენზენტმა The Guardianსთვის დაწერა წიგნი გზა სადაც მწერალი აღწერს მედლინის სამყაროს ისეთი ლამაზი სახეებით, რომელიც უქმნის მკითხველს განწყობას დააფასოს ცხოვრებაში მცირედი რამ[4].

ადაპტირებული ფილმი

რედაქტირება

ნოველა ადაპტირებულია მხატვრული ფილმის სახით. 2016 წლის ივლისში გახდა ცნობილი, რომ ამანდა სტენბერგი იქნებოდა მთავარი გმირი მედლინ ვითერი და ნიკ რობინსონი ითამაშებდა ოლის როლს. ფილმი უშუალოდ დაგეგმა სტელა მეგიმ. მილს გოდლემ დაწერა სცენარი[5].

  1. Chat With Everything, Everything Author Nicola Yoon (2015-09-02). ციტირების თარიღი: 2016-02-27.
  2. Joiner, Whitney. (2015-11-06) ‘Everything, Everything,’ by Nicola Yoon. ციტირების თარიღი: 2016-02-27.
  3. http://www.goodreads.com/book/show/18692431-everything-everything
  4. Ayesha. (2015-10-08) Everything, Everything by Nicola Yoon – review. ციტირების თარიღი: 2016-02-27.
  5. http://www.hollywoodreporter.com/news/amandla-stenberg-nick-robinson-star-912150