ყაფლანიშვილთა რეზიდენციის კოშკი

ყაფლანიშვილთა რეზიდენციის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ დარბაზში ორი ხევით გამხოლოებული გორის ჩრდილოეთ ფერდობზე.

ვახუშტის რუკაზე ამ ადგილას აღნიშნულია თავადის რეზიდენცია. კოშკი დგას სასახლისა და კარის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით. ნაგებია ნატეხი ქვით კირით-დუღაბზე. თავდაპირველად კოშკი 3 სართულიანი იყო დღეს-დღეობით კი 2 სართულიღაა შემორჩენილი. პირველი სართული ნახევრად სარდაფია და ყრუ. მეორე სართული, რომელზეცაა მთავარი შესასვლელი, საცხოვრებელია. დასავლეთის კედელში ბუხარია მოწყობილი, რომლის ორივე მხარეს თითო სათოფურია. ასევე თითო სათოფურია შესასვლელის ორივე მხარეს, ხოლო სამ-სამი — ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში. სართულშორისი გადახურვა ხის კოჭოვანი ყოფილა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39344