ყანჩავეთის წმინდა გიორგის ეკლესია

ყანჩავეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანჩავეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობის ხადის ციხიდან დასავლეთით 2 კმ-ის დაშორებით. ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. უაბსიდო ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა. კედლები შემორჩენილია 1-2 მეტრის სიმაღლეზე. ეკლესია მთლიანად ჩახერგილია ჩამონაშალი ქვით და დიდი ზომის ხეებით. მიწის დონე აწეულია. ჩრდილოეთიდან შემორჩენილია მინაშენის ფრაგმენტები. ძეგლის გარშემო გალავნის ნაშთია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 193