ყაზიყუმუხის სახანო

ყაზიყუმუხის სახანოდაღესტნის სახანო XVII-XIX საუკუნეებში. მდებარეობდა მთიანი დაღესტნის ცენტრში და იყო დასახლებული ლაკებით.

V-X საუკუნეებში აქ იყო ყუმუხი, ანუ თუმანი. XVII საუკუნეში ყაზიყუმუხელებმა გააძევეს შამხალი და ცალკე დააარსეს მმართველობა. მმართველს ეწოდებოდა ხახლავჩი – ხალხის მეთაური და ირჩევდა ფეოდალური ზედაფენა – კიატი. ყველაზე ძლევამოსილ მმართველად მიჩნეულია ჩოლაქ–სურხაი. მისმა შვილებმა დაიმორჩილეს ლეზგებით დასახლებული ტერიტორია კურახი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნიკო ხუციშვილი, „დაღესტანი“, 2002 წ.