ღრუბელა ქართლის (შებუსულფოთლიანი)
ღრუბელა ქართლის (შებუსულფოთლიანი) — ქართული აბორიგენული რუხყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
მორფოლოგიური ნიშნებით გარდამავალ საფეხურზე დგას კახურ და ქართლურ (იგივე უბუსუსო) ღრუბელას შორის.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, წაგრძელებული, ზოგჯერ მომრგვალებული ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე მცირედ შებუსულია აბლაბუდისებრი ან ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ან საშუალო ზომისაა, კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომის ან დიდია, მომრგვალო, შეფერილია მონაცრისფრო-მომწვანოდ იისფერი ელფერით და დაფარულია მუქი წვრილი წერტილებით. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვადაა დაფარული. რბილობი წვნიანია. მტევნის საშუალო წონა 270-275 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა 9.5-11.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.0%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.0 გ/ლ-ს.
მიიღება დაბალხარისხიანი ღვინო. ძირითადად გამოიყენება საკუპაჟედ სუფრის მშრალი ღვინოების დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 400