ღრომის მეორე ზურგიანი კოშკი
ღრომის მეორე ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა, მდებარეობს მდებარეობს ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრომში (ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ), სოფლის ცენტრში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
სწორკუთხა გეგმის ზურგიანი კოშკი, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით სქელ დუღაბზე. მესამე სართულიდან მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი.
მეორე სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში სწორკუთხა ნიშებია მოთავსებული, მათში გაჭრილია ვიწრო სათოფურები. სამხრეთ კედელში ბუხრის კვალია.
შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭების ბუდეები. მიწის დონე საგრძნობლად აწეულია.
დანგრეულია სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი კუთხეები. მორღვე-ულია აღმოსავლეთი შესასვლელის დიდი ნაწილი. შიგნით ამოსულია დიდი ზომის მცენარეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 202