ღორის გრიპის პანდემია (2009)

(გადამისამართდა გვერდიდან ღორის გრიპის ეპიდემია 2009)

ღორის გრიპის ეპიდემია 2009 დაიწყო მექსიკის სამ რეგიონში ერთდროულად, სეზონური გრიპის კლინიკური ნიშნების გამოვლენით, რომელიც სწრაფად გავრცელდა ადამინთა შორის. 24 აპრილს დადასტურდა, რომ ახალი მწვავე ვირუსული ინფექციის გამომწვევია გრიპის A ტიპის H1N1 შტამი[1]. ღორის გრიპის ინფექციის პირველი ლოკალური აფეთქება გამოვლინდა მარტის თვეში[2]. მალე დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა მექსიკის მრავალ რეგიონში და აშშ-ში. 28 აპრილისათვის ვირუსული ინფექციის შემთხვევები აღიწერა ესპანეთში, დიდი ბრიტანეთში, ახალ ზელნდიაში და ისრაელში და სავარაუდოდ ინფიცირებულთა რიცხვმა 4000-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მდგომარეობა შეაფასა, როგორც პანდემის „მე-5 ფაზა“[3][4].

  გარდაცვლილები
  დადასტ. შემთხვ.
  დაუდასტ. შემთხვ.