ღირსი მასტრიდიამართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 24 ნოემბერი, ახალი სტილით - 7 დეკემბერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ღირსი მასტრიდია ეგვიპტის ალექსანდრიაში ცხოვრობდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო, მკაცრად მარხულობდა და გამუდმებით ლოცულობდა. ერთხელ ქალწულის წმინდა ცხოვრებას გამოცდის ჟამი დაუდგა: ერთ ჭაბუკს ბილწი გულისთქმები აღეძრა მის მიმართ და ისე შეავიწროვა, რომ მასტრიდია იძულებული გახდა, შინ გამოკეტილიყო - ტაძარშიც არ დადიოდა. ის წუხდა, რომ უნებლიეთ აცდუნა ჭაბუკი, მისი საცხოვნებელ გზაზე დაყენების საღვთო შური აღეძრა და შინ მოუხმო. როცა შეიტყო, რომ ვაჟს განსაკუთრებით მისი მშვენიერი თვალები იზიდავდა, წმინდა მასტრიდიამ დაუნდობლად დაითხარა ისინი მაქოთი, რომლითაც ტილოს ქსოვდა. ასე დაიხსნა მან ცთუნებისაგან საკუთარი თავი და ჭაბუკიც, რომელიც სინანულში ჩავარდა, ბერად აღიკვეცა და მკაცრ, ასკეტურ ღვაწლს შეუდგა. თავად წმინდა ქალწულმაც ცხოვრება ღვთივსათნო ღვაწლში გალია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.