ღინტურის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ღინტურში, გზის პირას.

დარბაზული ეკლესია ნაგებია უხეშად გათლილი, რუხი ფერის ქვებით. მისი საკურთხეველი ბრტყელია, თითქმის სწორკუთხედს მიახლოებული. კამარა ჩამოქცეულია. იგი ეყრდნობოდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლეზე არსებულ, კრონშტეინებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს. ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. სარკმლებიდან არცერთი არ არის შემორჩენილი.ძეგლის ნანგრევები შესასვლელთან არის თავმოყრილი. ეკლესიის ირგვლივ შეიმჩნევა ნაგებობათა ნაშთები, აქვეა ახლაც მოქმედი სასაფლაო. ვახუშტი ბატონიშვილი გუჯარულას მარცხენა ნაპირზე ღინტურის სახელით ორ სოფელს ასახელებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 2014, გვ. 88-89
  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც. და ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი გუჯარეთი, თბ., 1987
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1957