ღვრიის პირველი ზურგიანი კოშკი

ღვრიის პირველი ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვრიაში, მაღალ მთაზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

კოშკი დგას მაღალ მთაზე და ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. წყობა სწორხაზოვანია.

კედლების სიმაღლე დაახლოებით 12-13 მეტრს აღწევს.

კოშკი სამხრეთით ზურგიანია. შესასვლელი აღმოსავლეთით, მეორე სართულიდანაა. დასავლეთით კედელში ნალისებრი ნიშია; აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში სწორკუთხა სარკმლები და სამ-სამი სათოფურია. კოშკის შიგნით ამოსულია დიდი ზომის ხეები. ამდენად სართულიანობის დადგენა შეუძლებელია. კედლებს ბზარები აქვს გაჩენილი. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 201-202