ღარიბა მეჩხერმტევნიანი

ღარიბა მეჩხერმტევნიანიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ღარიბა შავის ერთ-ერთი ვარიაციაა.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ეს ვარიაცია შავი ღარიბასგან ყვავილის თავისებურებითა და მტევნის ფორმით განსხვავდება. მისი მტვრის დიდი პროცენტი განაყოფიერების უნარს მოკლებულია, რაც ყვავილცვენას იწვევს. ამ ვარიაციის მტევანი ფორმითა და ზომით უახლოვდება ჩვეულებრივი ღარიბას მტევანს, მაგრამ ძალიან მეჩხერია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 391