ღარბურთი
ღარბურთი — აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ხალხური თამაში ხის ბურთითა და კომბლებით. გორაკის ძირიდან წვერამდე გათხრიან ღარს და შიგ ბურთს ჩააგდებენ. ყოველი მოთამაშე ცდილობს ბურთი კომბლით, ქვემოდან ზემოთ აიტანოს — კომბალს შემოსცხებს, ზემოთ ააგორებს და თვითონაც გვერდით მისდევს, რომ ქვემოთ დაგორების საშუალება არ მისცეს. ვინც ამ წესით ბურთს წვერამდე აიტანს 1 ქულა ეწერება. გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც სხვებზე მეტ ქულას დააგროვებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიშვილი ე., სპორტის ენციკლოპედია, გვ. 544, თბ., 2006