ქურთის მუნიციპალიტეტის გერბი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქურთის მუნიციპალიტეტის გერბიქურთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2010 წლის 25 მაისის №3 დადგენილებით.

ქურთის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი ერთქონგურიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
დევიზი ქურთა

აღწერილობა

რედაქტირება

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად:

  • I ნაწილი — ვერცხლის ველზე მეწამული სწორკუთხა ჯვარი (წმინდა გიორგი), რომლის მკლავები ეხება ველის კიდეებს.
  • II ნაწილი — მეწამულ ველზე "გამომავალი" ვერცხლის მახვილიანი ხელი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — ერთქონგურიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ქურთა“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება