ქურთის ეკლესია
ქურთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ეკლესია მდებარეობს ნასოფლარ მეტეხთან, რომელიც სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითა და ფიქალითაა ნაგები. გეგმით კვადრატს წარმოადგენს, სწორკუთხა საკურთხეველში წყვილი სწორკუთხა ნიშაა მოთავსებული. ასეთივე ნიშაა ჩრდილოეთ კედელშიც. არქიტრავული შესასვლელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. გადახურვა ჩამოქცეულია. ადგილობრივ მოსახლეობას ძეგლი თუნუქით გადაუხურავს. შესაძლებელია ეს იყო კოშკი, რომელიც ეკლესიად გადააკეთეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008,გვ., 186-187