ქურთას ვარდისფერი

ქურთას ვარდისფერიქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ჯიშის სახელწოდება სამაჩაბლოს სოფელ ქურთას უკავშირდება.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალურისკენ გადახრილი, სამ, იშვიათად ხუთნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია, მხოლოდ მთავარი ძარღვების გასწვრივ გასდევს სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმ-სის, მხრიანი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი, წითელი იერით, ცვილისებრი ფიფქით მცირედ დაფარული. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, ხორციანი და წვნიანი.

ჯიში სიმწიფის საგვიანო პერიოდისაა.

გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 388