ქუთაისის ფოტო-კინო მატიანის მუზეუმი

ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი — ქუთაისში, ნიუ პორტის ქ. №7-ში მდებარე ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი. [1]

ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი
დაარსდა 1993
მდებარეობა ქუთაისი, ნიუ პორტის ქ. №7
სტატუსი ხელოვნების
ექსპონატი 146 442

მუზეუმი დაარსდა 1993 წელს. ის სხვადასხვა დროს რამდენიმე ადგილზე ფუნქციონირებდა. 2008 წელს, მუზეუმს, რომელიც ცისფერყანწელთა ქუჩაზე იყო განთავსებული, ქალაქის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დემონტაჟი ჩაუტარდა, რის შემდეგაც მან კიდევ ერთხელ შეიცვალა ადგილმდებარეობა და სამხატვრო სკოლაში გადავიდა. 2014 წლიდან მუზეუმი დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეის მცირე საგამოფენო დარბაზში ფუნქციონირებდა. 2016 წელს მუზეუმი ახალ, რეაბილიტირებულ შენობაში გადავიდა.[2]

ქუთაისის ფოტო-კინო მატიანის მუზეუმი შედის ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში. მუზეუმის ფართობი 93 მ²-ია, რომლიდანაც 40 მ²-ზე მედმივი ექსპოზიციაა განთავსებული, 30 მ² კი პერიოდულ გამოფენებს ეთმობა. მუზეუმში დაცულია 5000-მდე ფოტოსურათი, 300 000 ფოტონეგატივი და სხვადასხვა კინოფირი, რომლებზეც ქუთაისის ისტორია და თანამედროვეობაა ასახული.

მუზეუმის დაარსების დღიდან სიცოცხლის ბოლომდე (2021) ხელმძღვანელობდა ხელოვანი რამაზ მორჩაძე. მუზეუმის ახლანდელი თანამშრომლები დიდი სიყვარულით აგრძელებენ მის მიერ დაწყებულ საქმიანობას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება