ქუბადი (შირვანი)
ქუბადი, აგრეთვე ცნობილი როგორც ქუბად იბნ იაზიდი (დ. ? — გ. 28 ივლისი, 1049) — შირვანის მე-13 შაჰი 1043–1049 წლებში, ქესრანიდების დინასტიიდან.
ქუბადი | |
---|---|
შირვანშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 1043 |
მმართ. დასასრული: | 1049 |
წინამორბედი: | ალი II |
მემკვიდრე: | ალი III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 28 ივლისი, 1049 |
გარდ. ადგილი: | შემახა |
დინასტია: | ქესრანიდები |
მამა: | იაზიდ II (შირვანი) |
1044 წელს, შირვანშაჰსა და დერბენტის ამირას შორის კონფლიქტი არსებობდა. 1045 წელს, ქუბადმა, თურქულ ტომთა შემოსევებისგან თავის დასაცავად, შემახას გარშემო თავდაცვითი კედელი ააგო. გარდაიცვალა 1049 წლის 28 ივლისს. [1]. მისი გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი მისი ძმისშვილი — ალი III გახდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Madelung, W. (1975). „The Minor Dynasties of Northern Iran“, The Cambridge History of Iran, Volume 4: From the Arab Invasion to the Saljuqs. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 198–249. ISBN 978-0-521-20093-6.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Madelung 1975, p. 249.
ქუბადი (შირვანი) დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: 1043
| ||
წინამორბედი: ალი II |
შირვანშაჰი 1043-1049 |
შემდეგი: ალი III |