ქსუისის ღვთისმშობლის ნაეკლესიარი
ქსუისის ღვთისმშობლის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსუისში, ნანიაურის უბანში.
ეკლესია, რომელიც „ნანიაურის“ უბანში მდებარეობდა მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია საძირკვლის ფრაგმენტები და სამხრეთი კედლის მცირე მონაკვეთი.
ეკლესიის გეგმის დადგენა და დათარიღება გაწმენდის გარეშე შეუძლებელია. სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო დარბაზული ეკლესია სამმხრივი გარშემოსავლელით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 197