ქსუისის მთავარანგელოზის ეკლესია
ქსუისის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსუისში, შოშიტაანთ უბანში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.
”შოშიტაანთ” უბანში მდებარე ეკლესია დარბაზულია, შესასვლელი მოთავსებულია სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში. გაუქმებულ ფურნეს თითქმის მთელი შიდა სივრცე აქვს დაკავებული. ინტერიერის აღწერა-აზომვა გართულებულია. გა-დარჩენილია კამარა, აბსიდა და პილასტრები. კედლები შელესილ-შეთეთრებულია.
ფასადები ნაგებია საშუალო ზომის, ფლეთილი და რიყის ქვით. შერჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. ეკლესია გადახურულია კრამიტით.
ეკლესიის საერთო ზომებია (გარედან) 10,50 X 6,80 მ.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 198