ქსელური ტრაფიკი
ქსელური ტრაფიკი ან მონაცემთა ტრაფიკი — მონაცემთა რაოდენობა, რომელიც მოძრაობს ქსელში დროის მოცემულ მომენტში. კომპიუტერულ ქსელებში ქსელური მონაცემები, ხშირ შემთხვევაში, ინკაფსულირებულია ქსელურ პაკეტებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელში ჩატვირთვას. ქსელური ტრაფიკი არის ქსელური ტრაფიკის გაზომვის, მართვისა და სიმულაცისისათვის ძირითადი კომპონენტი.
- ქსელური ტრაფიკის გაზომვა — კონკრეტულ ქსელში ტრაფიკის მოცულობის და ტიპის განსაზღვრა;
- ქსელური ტრაფიკის მართვა — ქსელური ტრაფიკის გაზომვა, პრიორიტეტიზაცია, კონტროლი ან შემცირება;
- ქსელური ტრაფიკის სიმულაცია — კავშირგაბმულობის ქსელის ეფექტურობის და წარმადობის გაზომვა;
- ტრაფიკის წარმოების მოდელი — კომპიუტერული კავშირგაბმულობის ქსელებში ტრაფიკის ნაკადების ან მონაცემთა წყაროების სტოქასტიკური მოდელი.
ქსელური ტრაფიკის სწორი ანალიზი არგებს ორგანიზაციის ქსელურ უსაფრთხოებას — ქსელში მოძრავი უჩვეულო რაოდენობის ტრაფიკი შესაძლებელი იყოს შეტევის მანიშნებელი. ქსელური ტრაფიკის ანგარიშები მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევიან მსგავსი შეტევებისგან თავდაცვისათვის.
ტრაფიკის მოცულობა არის სრული რესურსის ან დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საზომი, რომელიც ხშირად 24 საათის მასშტაბში განიხილება, და იზომება ერლანგ-საათის ერთეულში. ერლანგი არის საშუალო ინტენსიურობის ნამრავლი დროის პერიოდზე, რომელშიც მიმდინარეობდა დაკვირვება.
- ტრაფიკის მოცულობა = ტრაფიკის ინტენსიურობა × დრო
ტრაფიკის მოცულობა 1 ერლანგ-საათი შეიძლება გამოწვეული იყოს ორი წრედის უწყვეტი დაკავებულობით ერთი საათის მანძილზე, ან 2 საათის მანძილზე ერთი სანახევროდ დაკავებული წრედის მიერ. კავშირგაბმულობის ოპერატორებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტრაფიკის მოცულობის ცოდნა, ვინაიდან ეს პირდაპირ განსაზღვრავს მათ შემოსავალს.